top of page

კვალიფიციური კადრების მოზიდვა და შერჩევა
მდიდარი პროფესიული კავშირები, ე.წ ტალანტების მართვა და შერჩევის უნიკალური მეთოდები ჩვენი გუნდის უპირატესობაა. ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ საუკეთესო პროფესიონალებთან. ასევე, ორიენტირებულნი ვართ კარიერის საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ დარგის პოტენციური ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენს დამკვეთ კომპანიებში განვითარდებიან.
პერსონალის შერჩევის პროექტის ფარგლებში დამკვეთს წარვუდგენთ კანდიდატის სრულყოფილ პროფესიულ პროფილს, პიროვნული უნარებითა და კომპეტენციებით. ასევე ვაწვდით კანდიდატის შესახებ დამსაქმებლებთან გადამოწმებულ რეკომენდაციებს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს მიერ მომზადებული თითოეული ანგარიშის ხარისხზე, სისწორესა და სიზუსტეზე.
ჩვენი გუნდი სპეციალიზირებულია შემდეგ ბიზნეს მიმართულებებზე:
-
პერსონალის შერჩევა სასტუმროებსა და ტურისტულ ზონებში;
-
სადაზღვევო, საბანკო და საფინანსო სექტორი;
-
ელექტრო ენერგიის გენერაცია და დისტრიბუცია - ჰიდრო-ელექტრო სადგურების და თბოსადგურების პერსონალი;
-
ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის დისტრიბუცია-რეალიზაცია;
-
ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ქსელური გაყიდვები და დისტრიბუცია.
bottom of page