top of page

Allsider ხელს უწყობს დასაქმების ბაზრის განვითარებას და ქმნის გარემოს, სადაც შრომით პროცესში ჩართული ყველა მხარე იღებს საუკეთესოს. 

ჩვენ ხელს ვუწყობთ დასაქმების ბაზრის  დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, კომპანიების გადასვლას ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომებზე და ისეთი შრომითი სივრცის შექმნას, სადაც მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოს ფონზე ადამიანები პირად ცხოვრებასა და სასურველ სამუშაოს შორის ბალანსს ინარჩუნებენ.  

 

ჩვენ ვეხმარებით სტარტაპებსა და დაბალბიუჯეტიან კომპანიებს ორგანიზაციული სტრუქტურისა და  ბიზნეს პროცესის გამართვაში, რაც მათ სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს. ამ ორგანიზაციებისთვის ეს მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომი ტარიფით ხორციელდება. 

ვეხმარებით საშუალო და მსხვილ კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესის პრობლემების შეფასებაში, გამოწვევების დაძლევაში, სისტემების გაუმჯობესებასა და გარდაქმნაში.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი ინტერესები და გარემო, სადაც ისინი ქმნიან საუკეთესო პროდუქტს ან მომსახურებას. ხელს ვუწყობთ ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ვეხმარებით მათ სასურველი და სასიამოვნო საქმიანობის გააზრებასა და საკუთარი შესაძლებლობების მობილიზებაში; ასევე, სამუშაოს ძიების პროცესის ეფექტურად წარმართვაში ვასწავლით რა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობისას. პროფესიონალებს კი შრომის პირობებისა  და სამუშაოს ანაზღაურების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

თუ თქვენ სტარტაპს ან მცირე დაბალბიუჯეტიან ორგანიზაციას წარმოადგენთ, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის სწრაფად განვითარებაში, შეგიქმნით ეფექტიან ორგანიზაციულ  სტრუქტურას და მართვის სისტემებს. ამ მომსახურებას დამწყები და მცირე ზომის ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველვყოფთ.

 

საშუალო და მსხვილ კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესის პრობლემების შეფასებაში, გამოწვევების დაძლევაში, სისტემების გაუმჯობესებასა და გარდაქმნაში ვეხმარებით. გარდა ამისა, ვთავაზობთ კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს სხვადასხვა სექტორებიდან.

 

სამუშაოს მაძიებელ, კარიერული განვითარების, დასაქმების სფეროს ცვლილების და/ან პირობების გაუმჯობესების პროცესში მყოფ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების მობილიზებაში, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში ვეხმარებით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პროფესიული ავტობიოგრაფიის-CV და სამოტივაციო წერილის შინაარსი და ფორმა ისევე, როგორც გასაუბრება დამსაქმებელთან. პროფესიული პროფილის შედგენასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურენოვან მასწავლებელთან ინგლისური ენის გასაუბრების მოდელირებულ გაკვეთილსაც გთავაზობთ. 

ჩვენი გუნდი

 

ჩვენი კომპანია აერთიანებს საქართველოში და საზღვრებს გარეთ წარმატებულ და მსხვილ ორგანიზაციებში გამოცდილ HR პროფესიონალებსა და აღმასრულებელ მენეჯერებს. ჩვენი პარტნიორები გამოცდილნი არიან  ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტურიზმი და ჰორეკა (HORECA), საბანკო-საფინანსო, ჰოსპიტალური და ენერგო სექტორები, სასმელების მწარმოებელი კომპანიები და ა.შ.

 

პროექტში კონკრეტული პროფესიონალების ჩართვა დამკვეთი კომპანიის საჭიროებების და სპეციფიკის გათვალისწინებით ხდება. შრომითი ურთიერთობის საკითხების შემოწმებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით არის აღჭურვილი HR აუდიტორული პროექტების გუნდი. მათ გააჩნიათ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა, ზედმიწევნით იცავენ კონფიდენციალობის პრინციპებს, არ არიან შეზღუდულნი რაიმე სახის პროფესიული კავშირით, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა, შეუძლიათ მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნების გაკეთება.

 

მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და კეთილსინდისიერება ჩვენი ძირითადი ფასეულობებია. ჩვენი უპირატესობა კი ხარისხიანად და ოპერატიულად შესრულებული სამუშაო.

ი. ჭავჭავაძის გამზირი, 49ა, თბილისი

0179, საქართველო

  • fblogo
  • LinkedIn - Grey Circle

ტელეფონი: +(995) 577-383-388

hello@allsider.com

© 2017 By Allsider - HR Audit and People Operations

Proudly created with Wix.com

bottom of page