top of page

რატომ პერსონალის მართვის სისტემების და პროცესების აუდიტი​?!

ორგანიზაციული მართვის და შრომითი ურთიერთობის საკითხების შემოწმება ფინანსური აუდიტის დროს ძირეულად ვერ ხერხდება. HR აუდიტი კი კომპლექსური მიდგომაა, რომელიც მართვის სისტემის და პროცედურების პრაქტიკაში მუშაობის ხარისხს აფასებს. აუდიტის პროცესში დგინდება ადამიანური რესურსების მართვის სისტემისა და პრაქტიკის სუსტი მხარეები. მისი როლი უმნიშვნელოვანესია პერსონალის მართვის ფუნქციის გაუმჯობესების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.

 

HR აუდიტის მიზანია პერსონალის მართვის პრაქტიკა კომპანიაში გახდეს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე,  მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევები, თანამშრომელთა უკმაყოფილება, შრომითი დავები და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის დაზარალება.

პოლიტიკის დონეზე, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი სახელმწიფოს ავალდებულებს გააძლიეროს შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობით, პირობებით და არსებული პრაქტიკით დაინტერესდება, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება ექნება.  ჩვენ ვეხმარებით  ორგანიზაციებს არა მხოლოდ მარეგულირებელ მხარესთან შესაბამისობის, არამედ ორგანიზაციული მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევაში.

მნიშვნელოვანია, რომ პერსონალის მართვის მუშაობის აუდიტი  მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ადამიანური რესურსების სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარონ და მიუკერძოებელი დასკვნები გამოიტანონ. დასკვნების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები, მომზადდება ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა, განისაზღვრება მართვის არსებული სისტემის სწრაფად გაუმჯობესების გზა და მეთოდები.

  • LinkedIn Social Icon
  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Facebook Social Icon
  • 22884004_10203779643448818_2098452211_o
  • LinkedIn Social Icon
  • Facebook Social Icon
  • LinkedIn - Grey Circle
  • Facebook - Grey Circle

ი. ჭავჭავაძის გამზირი, 49ა, თბილისი

0179, საქართველო

  • fblogo
  • LinkedIn - Grey Circle

ტელეფონი: +(995) 577-383-388

hello@allsider.com

© 2017 By Allsider - HR Audit and People Operations

Proudly created with Wix.com

bottom of page