პერსონალის ადმინისტრირების აუდიტი
-
კანდიდატების შეფასების და შერჩევის პროცედურისა და პრაქტიკის ინსპექტირება;
-
სახელფასე სისტემის შეფასება: ანაზღაურებები, საშემოსავლო შეღავათები, კომპენსაციები და ბენეფიტები;
-
თანამშრომელთა შეფასების სისტემები და მათი ეფექტურობის ანალიზი;
-
თანამშრომელთა დათხოვნის პროცესი;
-
დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემის ინსპექტირება და ანალიზი;
-
პირადი საქმეების შემოწმება და ანალიზი.
ორგანიზაციული მართვის აუდიტი
-
კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი;
-
კომპანიის ფუნქციური სტრუქტურის ანალიზი და შინაგანაწესის ექსპერტიზა, დებულებების, ადმინისტრირების ფორმების, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და სამუშაოს აღწერილობების შეფასება;
-
ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორები და თანამშრომელთა შეფასების სისტემები;
-
პერსონალის სწავლება და შიგა კომუნიკაცია;
-
პერსონალის ადმინისტრირების სისტემების (ე.წ სოფტების) ფუნქციონალის შეფასება;
-
დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემების შეფასება
HR სისტემებისა და მართვის აუდიტი კომპლექსური მიდგომაა, რომელიც მართვის სისტემის და პროცედურების პრაქტიკაში მუშაობის ხარისხს აფასებს. მისი როლი უმნიშვნელოვანესია პერსონალის მართვის ფუნქციის გაუმჯობესების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის. აუდიტის პროცესში დგინდება ადამიანური რესურსების მართვის სისტემისა და პრაქტიკის სუსტი მხარეები. HR აუდიტის მიზანია პერსონალის მართვის პრაქტიკა კომპანიაში გახდეს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შრომის კოდექსის დარღვევის შემთხვევები, არსებულ თანამშრომელთა უკმაყოფილება, შრომითი დავები და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის დაზარალება.
პოლიტიკის დონეზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სახელმწიფოს ავალდებულებს გააძლიეროს შრომის ინსპექტირების მექანიზმი, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობებით, პირობებით და არსებული პრაქტიკით დაინტერესდება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდებს. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, არა მხოლოდ მარეგულირებელ მხარესთან შესაბამისობის, არამედ ორგანიზაციული მართვის მაღალი სტანდარტების მიღწევაში.
მართვის სისტემების და პროცესების აუდიტი, შრომითი ურთიერთობის საკითხების სრულყოფილი შემოწმება ხორციელდება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პროფესიონალების მიერ, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ კონფიდენციალობის პრინციპებს, არ არიან შეზღუდულნი რაიმე სახის პროფესიული კავშირით, აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა, შეუძლიათ მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნების გაკეთება.